LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი შეხვედრა გვაქვს, რომ ევროკავშირმა ჩვენზე ხელი არ ჩაიქნიოს და კვლავ ზურგში დანას ვიღებთ „ქართული ოცნებისგან“ – გიორგი ვაშაძე

128
ვაშაძე მზა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული, „ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს არის და უკვე მეორედ არ აძლევს ხმას რეზოლუციას.

„მოგესალმებით პარიზიდან. უამრავი შეხვედრა გვაქვს, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომ ევროკავშირმა ჩვენზე არ ჩაიქნიოს ხელი და კვლავ ზურგში დანა „ქართული ოცნების“ მხრიდან.

მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი.

„ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს და კვლავ რუსეთის მხარეს, იპარებიან და უკვე მეორედ არ აძლევენ ხმას ამ რეზოლუციას.

ეს ჩვენთვის, ოპოზიციისთვის კი არ არის ზურგში დანა, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არ მოშორდეს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ქართველი ხალხისთვის. საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის არის ზურგში დანა.

ის პოლიტიკა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მოღალატეობრივი პოლიტიკაა. ვიდრე ივანიშვილი – კობახიძე – ღარიბაშვილის პუტინისტურ დაჯგუფებას არ მოვიშორებთ, არ აქვს პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას. ამის ნათელი დასტურია ის გადაწყვეტილება, რაც იყო ევროკავშირში.

საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი, გავხდებით ნატოს-სა და ევროკავშირის წევრი, ოღონდ, მთავარია ერთიანობა,“ – განაცხადა ვაშაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები