LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი მადლობა ჩემი ლაზარეს სითბოსთვის.. საუკეთესო ექიმს მსოფლიოში“ – პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა ალექსანდრე კალანტაროვის შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

405
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა.

„თქვენი ლოცვა გადაარჩენს ჩემ გმირ ბიჭუნას.. მჯერა, ამასაც მშვიდობით გადავლახავთ..“ – ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ლაზარეს ამ წუთებში მესამე ოპერაცია უტარდება

პატარა ლაზარეს ოპერაციები „კარაპს მედლაინის“ პლასტიკური-რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ალექსანდრე კალანტაროვმა გაუკეთა.

„ეს ის ადამიანია, ჩემი სასწაული ლაზარე რომ მაჩუქა.. თქვენი სუფთა გულის, მზრუნველი ხელების გარეშე ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ჩვენი ჯანმრთელობა“ – პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა ალექსანდრე კალანტაროვს ემოციურ პოსტს უძღვნის

ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, შვილის ჯანმრთელობის შესახებ სიაახლებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას და ამასთან, ექიმებს, რომლებმაც ლაზარეს გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურეს, სამადლობელ პოსტს უძღვნის.

ამჯერად, ლიკა ხამათაშვილი ალექსანდრე კალანტაროვის შვილზე აქვეყნებს ემოციურ პოსტს.

„ბატონო ალექსი ექიმო!

გმადლობთ თქვენი მგრძნობიარე და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის, თბილი ატმოსფეროსთვის, რომელიც ცხოვრობს თქვენს განყოფილებაში.?

გულით მადლობას გიხდით და გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს და ღირსეულ ჯილდოს თქვენი შრომისთვის!?

უამრავი მადლობა ჩემი ლაზარეს სითბოსთვის და მზრუნველობისთვის?❣️

მინდა გამოგიხატოთ მადლობა, ბედნიერი ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში, საუკეთესო ექიმს მსოფლიოში. ? ლაზარეს საყვარელი ალექსი ექიმი❣️?, – წერს ლიკა ხამათაშვილი.

„გმირია ჩემი ლაზარე! მადლობა ღმერთს, ტვინს არაფერი შეეხო და ძვალიც საღი აქვს“ – რას ამბობს პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის დედა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები