LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უამრავი კონტაქტი გვქონია და დავაკვირდით, ვისაც დადებითი ემოციები აქვს და არ ეშინია, მათთან დაავადებაც უფრო კეთილსაიმედოდ მიდის” – მარინა ენდელაძე

15573
BeFunky-collage (1)

კორონავირუსის დაავადების მიმდინარეობისას ფსიქოლოგიურ განწყობას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ ცნობილმა ინფექციონისტმა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმმა მარინა ენდელაძემ  საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციი მიერ ორგანიზებულ ლაივჩართვისას განაცხადა.

ენდელაძე განმარტავს იმ მიზეზს, რამაც რისკჯგუფში მყოფი პაციენტები კოვიდის მძიმე გართულებებისგან დაიცვა.

“საკითხი დამაიმედებლად იცქირება“ – ბიძინა კულუმბეგოვი კვლევის უახლეს შედეგებს აქვეყნებს

“დადებითი განწყობა, იმედი, მართლაც ახდენს გავლენას კორონავირუსის მიმდინარეობაზე. ეს მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, მაგრამ ბევრი ასეთი შემთხვევა ვნახეთ, უამრავი კონტაქტი გვქონია და დავაკვირდით, დადებითი ემოციები ვისაც აქვს, ვისაც არ ეშინია, იმედიანად ვინც არის, მათთან დაავადებაც უფრო კეთილსაიმედოდ მიდის. აუცილებლად უნდა გქონდეთ დადებითი განწყობა, მითუმეტეს, ვიცით, რომ ძალიან დიდ პროცენტში ეს დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და შეიძლება ასეთმა პაციენტებმა ბინაზე გადაიტანონ.

“ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე “ – ზურაბ გურული

ამიტომ არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული შიში და ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ თამხლებ დაავადებებზე და ამ დაავადებებს მართლაც აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავდა, ვისთაც ვშიშობდით, რომ დაავადება დამძიმდებოდა, მაგრამ არ დამძიმდნენ, მათ შორის ძალიან სერიოზული თანმხლები დაავადების მქონენიც.

მართლაც უცნაური დაავადებაა და პროგნოზების გაკეთება რთულია, ვისთან წავა მძიმედ და ვისთან – მსუბუქად, მაგრამ როცა ადამიანს აქვს იმედი, აქვს დადებითი განწყობა და დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის, მართლაც ასე ხდება ხოლმე“-აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები