LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უამრავი ხე მოიჭრა, გრუნტის წყალზე აშენებენ ცათამჯენებს!” – იპოდრომთან აქცია გაიმართა

124
1551511926964blob

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან მშენებლობა 5 წლით იყო შეჩერებული, თუმცა ათი დღის წინ განახლდა. მათი პროტესტის მთავარი მიზეზი მოჭრილი ხეებია, რომელიც ეკოლოგიური მდგომარეობას ამძიმებს. აქციის მონაწილეები შეკრებას მომავალშიც გეგმავენ და ქალაქის მერიას პროცესში ჩართვას სთხოვენ.

„ცოტა ხანში თბილისში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ჩვენი ხელით იღუპება ქალაქი. ასე თუ გაგრძელდა თბილისიც და თბილისელებიც მალე გავქრებით. საზოგადოებას უკვე დიდი ხანია აბუჩად გვიგდებენ, იმიტომ რომ ხმას სათანადოდ არ ვიღებთ…

უამრავი ხე მოიჭრა!!! გრუნტის წყალზე აშენებენ ცათამჯენებს!!! როდემდე უნდა ვითმინოთ!!! ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ქალაქი გამოხატეთ თქვენი აზრი, ნურავის ნუ მივცემთ ქალაქის გაპარტახების უფლებას!“ – აცხადებენ ისინი.

მერიის ცნობით, ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაში 2011 წლიდან არის და რამდენიმე ნაკვეთს აერთიანებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მონაკვეთს, 2014 წლის 4 ივლისს არის მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით შესაბამისი ნებართვა გაცემული და 2014 წლის 14 ნოემბერს გაიცა ტერიტორიაზე არსებული ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები