უსაყვარლესი თუთა, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, თავს კარგად გრძნობს და ბოლომდე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გოგონას დედა, ნატუკა ბერიშვილი წერს:
„ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა❤.სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება♡. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია ❤.მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ! #დიდიმადლობა #თუთასთვის ?“