LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი ბავშვი საბავშვო ბაღებს მიღმა დარჩა – მიეცით ბაღის ვაუჩერი მშობლებს”

147

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე თბილისში საბავშვო ბაღების სიმცირეზე წერს.

გოცირიძეს თქმით, მთავრობა საბავშვო ბაღებს აშენებს, თუმცა მშენებლობებში დამატებითი ფული ხარჯვის ნაცვლად, ჯობს სკოლიც ვაუჩერის მსგავსად, ბაღის ვაუჩერები დაურიგოს მშობლებს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თბილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც ბიუჯეტის 12% საბავშვო ბაღებში იხარჯება.

“უამრავი ბავშვი დარჩა საბავშვო ბაღებს მიღმა. ელოდებიან, როდის ააშენებს მთავრობა. არა და, ყველაფერი მარტივადაა. მიეცი სკოლის ვაუჩერის მსგავსად ბაღის ვაუჩერი მშობლებს. უნდა სახელმწიფო ბაღში მიიყვანს შვილს და უნდა კერძოში. გაიზრდება კონკურენცია, გაიზრდება ხარისხი, არ მოუწევს სახელმწიფოს დამატებითი ფულის ხარჯვა მშენებლობებში.

თბილისი ერთადერთი ქალაქია ალბათ მსოფლიოში, სადაც ბიუჯეტის 12 პროცენტი საბავშვო ბაღებში იხარჯება.

ბეტონში კი არ უნდა ჩადოს მერიამ ფული, არამედ სწორი მექანიზმების შექმნაში”, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები