LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უამრავი ადგილი შეიძლება აღმოაჩინო თავიდან.. მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია დაბადებიდან.. მგზავრობისას მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება“ – თაკო ნაცვლიშვილი

262
თაკო მზა

საქართველოს რკინიგზის ვიდეო ისტორიის: „შენი ამბის გზა“ მეოთხე ნაწილში, საერთაშორისო მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი მოხვდა.

როგორც თაკო ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია იმ პეიზაჟებთან სიახლოვე, რომლებსაც მატარებლით მგზავრობისას ხედავს.

„უამრავი ისეთი ადგილი შეიძლება აღმოაჩინო თავიდან, რომელიც აქამდეც გინახავს, მაგრამ ახლა სხვა გამოცდილებით, სხვა თვალით შეხედე და სხვა ასოციაცია გაგიჩდა.

მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია დაბადებიდან, რადგან ჩემი მშობლები უცხოეთში ცხოვრობდნენ და მთელი ბავშვობა ვმოგზაურობდი..

ხანგრძლივი მგზავრობის დროს მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება,“- თქვა მოდელმა.

მან ასევე ისაუბრა საკუთარი ბრენდის შესახებ და თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. 

ვფიქრობ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ შევქმენი ბრენდი, რომლის მთავარი იდეაა ეკომეგორულობა.

მინდოდა ნაჭრებისთვის მიმეცა ახალი სიცოცხლე, ასე ვთქვათ, „ნაგავი“ მექცია ტანსაცმლად,“- ამბობს თაკო ნაცვლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები