LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო, სტამბოლი-თბილისის რეისის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ვერ დაჯდა

232
პეგასუს

ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ თბილისის აეროპორტში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება პილოტმა ქარის გამო თავად მიიღო. სხვა რეისები შეუფერხებლად აგრძელებენ ფრენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი თურქეთში ერზრუმის აეროპორტში  გაბრუნდა და რეისი მოგვიანებით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები