LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უამინდობის გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვა მოქმედებს – რა ხდება გზებზე

141
Untitled design (1)

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვა მოქმედებს.

„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია ასევე ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე.

„ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები