ძლიერმა ქარმა და წვიმამ მიაყენა გორში პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.
გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ უამინდობა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მისი თქმით მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მერის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ვითარების შესწავლა.
“ქალაქის ტერიტორიაზე მოტყდა რამდენიმე ხე და რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე უკვე სწავლობენ ვითარებას, სპეციალური კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და უმოკლეს დროში დაიწყება დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და აღდგენის სამუშაოები”, – განაცხადა გორის მერმა.