Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უახლოესი სანქციები საქართველოს მოქალაქეებს მიმართაც განიხილება… საქმე ეხება ივანიშვილს და მის გარემოცვას: არახამია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოესი სანქციები საქართველოს მოქალაქეებს მიმართაც განიხილება… საქმე ეხება ივანიშვილს და მის გარემოცვას: არახამია

821
დავით არახამია

უახლოესი სანქციების პაკეტში განიხილება სანქციები საქართველოს მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია აცხადებს.

მისი თქმით ამ სანქციებით ქართველი ხალხი არ დაზარალდება და პირიქით ეს ნაბიჯი ქვეყანას დეოლიგარქიზაციაში დაეხმარება.

“საქმე ეხება ბიძინა ივანიშვილს და მის უახლოეს გარემოცვას. პირველ რიგში, მინდა საქართველოს მოქალაქეები დავამშვიდო, ქართველი ხალხი ბუნებრივია არ დაზარალდება.” – აღნიშნავს არახამია

მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა დეოლიგარქიზაციაა. შესაბამისად, საჭიროა დახმარება ოლიგარქის გავლენების შესამცირებლად ქართულ პოლიტიკასა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში.

“იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა დაიპყრო ხელისუფლების ყველა შტო საქართველოში, ბუნებრივია არის პრობლემა, თუ როგორ მოხდეს ამისგან გათავისუფლება ან მისი მინიმიზაცია.” – აცხადებს არახამია

მისი განცხადებით, ყველა ძალოვანი სტრუქტურა კონტროლდება ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ, პოლიტიკური სტრუქტურები, მთავრობა, საკვანძო სამინისტროები, ამიტომ, სამწუხაროდ, საქართველო ამ ხაფანგს დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევს.

“საერთაშორისო პარტნიორები ჩაერთვებიან ამ საკითხში და სწრაფად და ეფექტიანად დაგეხმარებიან. ველოდებით ახალ ამბებს. თვალს ვადევნებთ საინფორმაციო სიახლეებს ამერიკიდან და ევროკავშირიდან” – თქვა არახამიამ.

შეგახსენებთ, პირველი განცხადება გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკ მაკფოლმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯგუფი მსჯელობას იწყებს პიროვნებების დასანქცირებაზე, მათ შორის საქართველოდან და ბელარუსიდან.