„უახლოესი ოპერატიული ამოცანაა მიშას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ეს არის წუთების და საათების ამბავი, თუ არადა, ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრო, მოგადგებით და „პანჩურით“ გამოგაგდებთ მანდედან“, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ პარლამენტთან ენმ-ის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მან ოპოზიციის მთავარ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მთავარი ამოცანა, რომლის მიხედვითაც უკეთესი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, სამი პირობის შესრულებაზე გადის“.
„პირველი – საქართველოს მესამე პრეზიდენტს აღუდგეს მოქალაქეობა. მეორე – საქართველის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჰქონდეს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება. მესამე ამოცანაა, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“,- განაცხადა მურმან დუმბაძემ.