“, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭუბერში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პრემიერის თქმით, ვერტმფრენი 24 საათიან რეჟიმში აკონტროლებს სიტუაციას და წყლის დონის მატების შემთხვევაში, დამატებითი ზომები იქნება მიღებული.
“წყლის დონე არ არის დაწეული, აქედან გამომდინარე, საგანგებო შტაბში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის სახლები, რომლებსაც ემუქრება საფრთხე, ბუნებრივია, არის დაცლილი. მოსახლეობას ვეხმარებით, რომ თავიანთი ნივთები გამოიტანონ სახლებიდან, მაგრამ გზის კაპიტალურ შეკეთებას იქამდე ვერ დავიწყებთ, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევს. ახლა ვცდილობთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, რომ მდინარემ არ მოახდინოს გზის კიდევ უფრო მეტად გამორეცხვა. ევაკუაცია ჩვენ უკვე გავაკეთეთ იმ ადგილებში, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა, რამდენიმე ტურისტს გამოვიყვანთ კიდევ უახლოესი საათების განმავლობაში, სხვა ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ. ამ ეტაპზე ეს რისკები არ არსებობს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება. პრემიერმინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერმინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.