უახლოეს დღეებში ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება. როგორც „ავტორადიოს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დაათვალიერა.
როგორც მან აღნიშნა, ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთიუმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ის არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას, არამედ საქართველოს საგზაო სისტემას დანარჩენი ევროპის საგზაო სისტემასთან დააკავშირებს.
ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შენდება.
მაგისტრალი საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას და ტურისტებს ახალი გზით კომფორტულად გადაადგილდნენ აჭარის მიმართულებით.