LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლესი ტექნოლოგიები, რომელიც მსოფლიოს შეცვლის

96

ჩვენი შვილები ვეღარასდროს გაიგებენ რას ნიშნავს ისწავლო პარალელური პარკირება, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვა. რატომ? ამ ყველაფერს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება განაპირობებს. გთავაზობთ თანამედროვეობის 4 საავტომობილო ტექნოლოგიას, რომლებიც სამყაროს რამდენიმე წელში შეცვლიან.

 

 

ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა

რას ნიშნავს: ეს გახლავთ მძღოლის დამხმარე სისტემა, რომელიც უამრავი პროგრამისგან შედგება. პირველი: სისტემა განუწყვეტლივ ახდენს საავტომობილო მოძრაობის სკანირებას. მეორე: ექსტრემალურ პირობებში პროგრამას მუშაობის რეჟიმში მოჰყავს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც წამის მეასედში ახდენს ავტომობილის სრულ დამუხრუჭებას და შეჯახების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს.

რას შეცვლის: თუ ამერიკელი მეცნიერების კვლევებს დავუჯერებთ, საავარიო სიტუაციებიდან გამომდინარე მსოფლიოს მასშტაბით 17 წამში ერთხელ ერთი ადამიანი იღუპება. იმ ყველაფრის გათვალისწინებით კი, რაც უკვე ზემოთ ვახსენეთ, აღარ მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და ადამიანების ავტოსაგზაო შემთხვევებით გარდაცვალების რიცხვი ნელ-ნელა შემცირდება, ხოლო დროთა განმავლობაში ნულამდე დავა.

 

 

როდის უნდა ველოდოთ: ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა უკვე არსებობს და მას იყენებენ ისეთი ავტომწარმოებლები როგორიცაა Volvo, Ford, Mercedes-Benz და სხვები. მას შემდეგ რაც ამ წამოწყებას მხარი ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ დაუჭირა, იმ ავტომწარმოებელთა რიცხვი, რომლებიც ამ სისტემის საავტომობილო ბაზარზე დანერგვას შეუწყობენ ხელს, ერთიორად გაიზარდა. დროთა განმავლობაში ეს სისტემა, ყველანაირი ტიპის ავტომობილში დაინერგება, მათ შორის სატვირთო ავტომობილებშიც.

 

ქსელური ურთიერთობა ავტომობილებს შორის

რას ნიშნავს: იცით როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან ვეშაპები? ეს ყველაფერი ულტრახმოვანი სიგნალებით ხდება. რამდენიმე წლის წინ ავტომობილებში მსგავსი სისტემის დანერგვას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა, დღეს ეს ყველაფერი რეალობაა. ულტრახმოვანი სიგნალების ნაცვლად, ავტომობილებსი GPS სისტემა დაინერგა, რომელიც მძღოლს კოორდინაციში ეხმარება. სწორედ GPS სისტემის საშუალებით მოდება ავტომობილების ერთმანეთთან ურთიერთობა. საავარიო სიტუაციებში კი კვლავაც აქტუალური იქნება ექსტრემალური დამუხრუჭების სისტემა.

რას შეცვლის: ექსტრემალური სამუხრუჭე სისტემის მსგავსად, ქსელური ურთიერთობაც მძღოლებისა და საგზაო მოძრაობის წევრების უსაფრთხოების მიზნით შეიქმნა. პროგრამა სახელწოდებით V2V და V2I, რომელიც ჩაპროგრამებული იქნება GPS-ში, ავტომობილებს და მათ მძღოლებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც კიდევ უფრო ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევებით გარდაცვლილი ადამიანების პროცენტულ მაჩვენებელს.

 

 

როდის უნდა ველოდოთ: V2V სისტემის პროტოტიპი უკვე ტესტირების რეჟიმშია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სისტემა ლუქსის ტიპის ავტომობილებში ინერგება. ამ სისტემის ინიციატორი General Motor-სი გახლავთ, რომელიც ცდილობს ეს პროგრამა Cadillac-ის ბრენდის ქვეშ წარმოებულ ავტომობილებში დაამონტაჟოს.

 

 

ღამით მართვის სისტემა

რას ნიშნავს: ეს არის სისტემა, რომელიც სიბნელეში გადააგილებისას განუწყვეტელ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას მძღოლს, საავტომობილო მოძრაობის შესახებ. ამ ყველაფერს კი ის ინფრაწითელი დაკიდების სისტემითა და შესაბამისი ტექნოლოგიების მეშვეობით ახერხებს, მძღოლს კი  გამოსახულების ნახვა სამართავ პანელზე მოთავსებული მონიტორის საშუალებით შეუძლია.

რას შეცვლის: ავტომობილების კომპიუტერიზაციის პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს თავის ფუნქციას განათების სისტემა. გზაზე შემხვედრ ცოცხალ არსებებს ძალიან მალე სწორედ კომპიუტერის დახმარებით აღმოვაჩენთ, რაც ღამის მართვის რეჟიმში მძღოლებს ზედმეტი დაძაბულობისა და საფრთხისგან დაიცავს.

 

 

როდის უნდა ველოდოთ: ამ სისტემის ინიციატორები Mercedes-Benz და Toyota გახლავთ, რომლებმაც უახლესი ტექნოლოგიები რამდენიმე მოდელში გამოიყენეს. ჯერჯერობით სისტემა მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისით ძალიან დაინტერესდნენ ისეთი ავტომწარმოებლები როგორიცაა Audi, BMW, General Motors და Honda. სავარაუდოა, რომ Night-Vision სისტემით აღჭურვილი ავტომობილები 4-7 წელში გამოჩნდება.

 

 

ავტოპილოტი

რას ნიშნავს: უპილოტო ავტომობილებზე მუშაობა დიდი ხანია რაც მიმდინარეობს. ეს სისტემა ავტომობილის კომპიუტერიზაციის ერთ-ერთი პირველი ეტაპი გახლდათ. თუმცა, სისტემის დასრულებული ვარიანტი ჯერ-ჯერობით არც ერთი კომპანიას არ წარუდგენია. ავტოპილოტი GPS-ის მეშვეობით ავტომობილის მძღოლის გარეშე მართვას უზრუნველყჰოფს და სხვა პროგრამების მეშვეობით უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილდება A პუნქტიდან B პუნქტამდე.

რას შეცვლის: ამ სისტემის პოტენციალი შეგიძლიათ თავადაც მარტივად წარმოიდგინოთ. ვის არ მოუნდება შეიძინოს ავტომობილი, რომელსაც არ ჭირდება ზედმეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ. ანალიტიკოსების უმეტესობა ამბობს, რომ ავტოპილოტით აღჭურვილი ავტომობილები იმდენად დიდ პოპულარობას მოიპოვებს, რომ ავტომწარმოებლებს მოუწევთ დიდი ფინანსები დახარჯონ ამ სისტემაზე.

 

 

როდის უნდა ველოდოთ: ავტოპილოტის დასახვეწად კომპანია Google 6 წელია მუშაობს და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ წარმატებულადაც. მსგავსი ცდებით არიან დაკავებულები Audi, Honda და Kamaz-იც კი. თუ კომპანია Audi-ის რელიზს დავეყრდნობით, მათ სერიულ წარმოებაში უპილოტო ავტომობილი 2020 წელს გამოჩნდება, რომლის სიჩქარეც 65კმ/სთ იქნება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები