იყო დრო, როდესაც სახის სხვადასხვა ნაკვთის კონტურის გაკეთებას ადამიანების უმეტესობა სისულელედ მიიჩნევდა, ახლა კი ყველა ვიზაჟისტი აკეთებს კონტურებს და თუ არ აკეთებს, უცნაურად სწორედ ეს მიიჩნევა.
როგორც ჩანს, ახალი აჟიოტაჟის დრო დადგა – სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ყურის შეღებვის ტენდენცია. განსაკუთრებით პოპულარული კი მას შემდეგ გახდა, რაც მოდელები პოდიუმზე შეღებილი ყურებით გამოჩნდნენ.
უცნაურად გეჩვენებათ? იქნებ სულ მალე თქვენ თავადაც შეიღებოთ ყური, გადახედეთ ფოტოებს.