საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე – provax.ge-ზე ვკითხულობთ.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევის პერიოდში: ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან კორონავირუსით მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა.
ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა. PROVAX-ის ინფორმაციის თანახმად, 207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.