LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილია, თითქოს 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა, არცერთი წუთი არ მოვშორებივარ: მდინარაძე გახარიაზე

122
BeFunky-collage (2)

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე ყოფილ პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს. საქმე ეხება გუსინ, გადაცემაში “რეაქცია” გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მან 20 ივნისს “ბრძოლა გადაიტანა და ვერცერთი ვაჟბატონი” ვერ იპოვა პარლამენტში. გახარიამ თქვა, რომ ცარიელი იყო პარლამენტი და ზოგიერთი ზარსაც არ პასუხობდა

მდინარაძის განცხადებით, ექსპრემიერმა ტყუილი თქვა, როცა განაცხადა, რომ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვერ ნახა.

“პირველი და ძალიან ცუდი ტყუილი, რომ მან 20 ივნისს თითქოს პარლამენტში ვერ ნახა ვერავინ. ყველა იქ ვიყავით, ყველანი. მე პირადად მას პრაქტიკულად არცერთი წუთი არ მოვშორებივარ.

ის როცა პარლამენტში იყო, მანამდეც, გახსოვთ ალბათ, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც გააპროტესა გავრილოვის იმ სკამზე ჩასკუპება, მაგრამ გახარია პარლამენტში, პრაქტიკულად არ ყოფილა არცერთი წამი, როცა მასთან ერთად არ იყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი”, – განაცხადა მდინარაძემ “იმედის” ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები