LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილია ინფორმაცია, რომ ორი-სამი ძროხის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს

shutterstock_569575456

სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს ინფორმაციას, რომ ორი-სამი ძროხის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს. მათი ინფორმაციით, 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს.

სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება.

რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას.

ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და რეკომენდაციებს გაუწევენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ  2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა მოუწევს, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები