LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყის ხანძრების გაჩენაში მონაწილეობის ბრალდებით ალჟირში 30 ადამიანი დააკავეს

49
1

ალჟირში ტყის ხანძრების გაჩენაში მონაწილეობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 30 ადამიანი დააკავეს.

ალჟირში ხანძრის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 25 სამხედროა

უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის იმ სეპარატისტული დაჯგუფების შვიდი წევრი, რომელიც მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

გასულ თვეში ალჟირის 16 პროვინციაში გაჩენილ ტყის ხანძრებს სულ მცირე 65 ადამიანი ემსხვერპლა.

ალჟირის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძრები განზრახ გააჩინეს და ამ დივერსიაში ეჭვმიტანილია დაჯგუფება “მოძრაობა კაბილიის თვითგამორკვევისთვის”.

ხელისუფლების განცხადებითვე, დაჯგუფებას მხარს მაროკო უჭერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები