LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში მომხდართან დაკავშირებით, დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

34

მოძრაობა “აუდიტორია 115”-მა, ტყიბულში, მეშახტეების დაღუპვასთან დაკავშირებით, პარლამენტთან აქცია დაგეგმა.

“აუდიტორია 115” მოუწოდებს ხალხს, 22:30 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე, პარლამენტთან გამოვიდნენ. აქცია ფეისბუქით დაიგეგმა

“ტყიბულში ოთხი მეშახტე დაიღუპა.  ჩვენ ახლა შეგვიძლია ყელშიბურთგაჩხერილები ვისხდეთ სახლში, ტელევიზორებთან, სოციალურ ქსელებთან ან ვთქვათ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, ვემხრობით სხვადასხვა ეკონომიკურ მოდელებს, მაგრამ დღეს საქმე ეხება ადამიანის თავისუფლებასა და სიცოცხლეს.

უპასუხისმგებლო სახელმწიფო და ბიზნეს ელიტები აიძულებენ ადამიანებს იცხოვრონ და იმუშაონ მონურ პირობებში. ელიტები ამბობენ,რომ მუშები შეიძლება დაიხოცნენ ერთეულების გამდიდრებისათვის.

ჩვენ კი ვამბობთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

აქ და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა მონობის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის და სიცოცხლის გადასარჩენად.

დღეს. 22:30 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტთან !”, – მოუწოდებს “აუდიტორია 115 ხალხს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები