LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება

70
1

65 წლის მამაკაცი, რომელიც ტყიბულში მიწის მასის ქვეშ იყო მოყოლილი, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დავით ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.

შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა.  სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი ამოიყვანეს, ხოლო მეორე გარდაცვლილი იპოვეს.

მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები