LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტში საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა: შრომის ინსპექცია

224
1

ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.

ტყიბულში შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

როგორც შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა.

პირველადი შეფასებით, სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა:

“შრომის ინსპექციის სამსახურმა ტყიბულის შახტში მომხდარი ინციდენტის მოკვლევა დაიწყო. ფაქტზე, მყისიერი რეაგირება მოხდა და ინსპექტორთა ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდა. მიმდინარეობს საკითხის კომპლექსური შესწავლა, რაც მხარეთა გამოკითხვას და ადგილის სრულყოფილ დათვალიერებას გულისხმობს.

პირველადი მოკვლევის შედეგად, გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. კერძოდ, პირველადი შეფასებით, საამფეთქებლო სამუშაოები მიმდინარეობდა უსაფრთხოების წესების დარღვევით. აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია აჭარბებდა დასაშვებ ნორმას.

არსებული რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია ბურღვა და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელება მეთანის 1%-ზე მეტის კონცენტრაციის პირობებში.

დარღვეულია ტექნიკური რეგლამენტის მეორე პუნქტიც, რომლის მიხედვითაც საამფეთქებლო სამუშაოები ტექნიკური ხელმძღვანელის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ინციდენტის დროს აღნიშნული პირი ადგილზე არ იმყოფებოდა.

გამოკვეთილი დარღვევების შედეგად, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეჩერდეს საამფეთქებლო სამუშაოები და დაიხუროს ის კონკრეტული უბანი, სადაც ინციდენტი მოხდა.

შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მოკვლევას, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნა დაიდება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ტყიბულის შახტში აფეთქება გუშინ ღამით მოხდა. უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია რვა პირი.

“მძიმე ტრავმები ჰქონდა, ჩვენ თვალწინ გარდაიცვალა” – როგორია ტყიბულის შახტში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები