არაოფიციალური ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე პირის დაკავება ტყიბულის შახტში ბოლოს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას არ უკავშირდება და საუბარია შახტში რამდენიმე თვის წინ მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც, ასევე, მსხვერპლი მოჰყვა.