LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ

99

კომპანია „საქნახშირის“ ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, ტყიბულის შახტებში ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით დაკავებულებს ბრალი უკვე წარედგინათ.

ადვოკატის განმარტებით, დაკავებულებს გამოძიება უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება.

2018 წლის 5 აპრილს მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ან ხვალ ჩაინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები