LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

114

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მანდიკორში უახლესი ტექნოლოგიების და ტენდენციების შესაბამისი, ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება.

„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა„ქართული ჩაის“ ფარგლებში, სოფელ მანდიკორში 17.5ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „რენეგეიდთიი“-ს 17.5 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია  466,9 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. საინვესტიციო პირობების მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები