LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტყე მენანება, ვტირი, სანთლებს ვანთებ, იქნებ წვიმა წამოვიდეს, საღამო რომ შევალთ სახლში, ფანჯრებს ვერ ვაღებთ” – რას ამბობენ ადგილობრივები ბორჯომში ხანძრისგან შექმნილ რთულ ვითარებაზე

71
ადგილობრიოვებიი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს რამდენიმე დღე ებრძვიან. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.

ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას: შსს ბორჯომის ხანძარზე

იქამდე სანამ ხანძრის საბოლოო ლიკვიდაცია მოხერხდება, ადგილობრივები რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ.

“დავიტანჯეთ, ცოდოა, ტყე მენანება, ვტირი, სანთლებს ვანთებ, იქნებ წვიმა წამოვიდეს, ეშველოს რამე სოფელს. დაიწვა ამხელა ტყე, საცოდაობაა, ეს ტყე და ველი სულ ვიცი, მინახავს და მეცოდება”; 

“ვიხოცებოდით ამდენი ხანი, ხან კორონა, ხან ომი, ახლა ამ ჰაერმა უნდა დაგვხოცოს. საღამო რომ შევალთ სახლში, ფანჯრებს ვერ ვაღებთ”- ამბობენ მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები. 

მოსახლეობის ნაწილი ხანძრის ჩასაქრობად უფრო სწრაფ რეაქციაზე საუბრობს:

“ძალიან რთული მდგომარეობაა, მეშვიდე დღეა და ვერ ჩააქრეს ცეცხლი. საღამოს არ არის კვამლი, მაგრამ დილით ისევ კვამლში ვეხვევით მთელი სოფელი. ისეთი მიუვალი ადგილია, იქ სადაც ცეცხლი გაჩნდა, ვერტმფრენი რომ მოსულიყო შეიძლება ჩაექროთ”; 

“ჰაერზე ვართ აქ ჩამოსული და ბავშვები კვამლს სუნთქავენ, მახსოვს, პირველ დღეს ერთი ვერტმფრენი დაფრინავდა, მეორე დღეს დაემატა ვერტმფრენები, ღამით დაიწყო უფრო მძიმე ტექნიკით, ეს ყველაფერი უკეთესი იქნებოდა თავიდანვე ყოფილიყო”, – ამბობს მოსახლეობა “ტვ პირველთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები