თელავში “ქართული ოცნების” საქალაქო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერმინისტრი ესწრება. სიტყვით გამოსვლისას, გიორგი კვირკაშვილმა რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკონომიკურ პოტენციალზე ილაპარაკა.
ამასთან, პრემიერმინისტრმა რეგიონების ჩართულობის ზრდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თვითმმართველობებს მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა მიეცეს.
“აუცილებელია რეგიონების ჩართულობის ზრდა, აუცილებელია რომ ჩვენ მეტი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ჩვენ აქეთკენ მივდივართ. სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ერთად დავაანონსეთ ახალი რეფორმა. ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ჩვენი რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს ევროპულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაორმაგდეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში რეგიონების დაფინანსების მაჩვენებელი. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება ხელს არ იბანს იმაზე, რომ იყოს ცენტრალური ხელისუფლების პროგრამები, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა დაფინანსდეს- განაცახდა პრემიერმა