LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

210
შსს-2

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ათასი ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია.

საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირებას ედავებოდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საიას სარჩელის საფუძველზე ითხოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვისა, ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.

„აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო. საია შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა, რომელსაც ტრაგიკული შედეგი – თვითმკვლელობამდე მიყვანა მოჰყვა,”- ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები