LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმკვლელმა ტერორისტმა 40-მდე ადამიანი იმსხვერპლა

83

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დასავლეთ ნაწილში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თვითმკვლელმა თავი ავტოკოლონასთან აიფეთქა. ავტომობილებში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულები ისხდნენ. გზაზე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, ერთი მათგანი, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა მოიყვანა მოქმედებაში.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები