თვითმფრინავში მოწყალების მთხოვნელები გამოჩნდნენ. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინციდენტი ავიაკომპანია Qatar Airways-ის ბორტზე მოხდა. ლაინერს რეისი დოჰადან შირაზის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, როდესაც უცნობმა მამაკაცმა მგზავრებს ფულის თხოვნა დაუწყო. ის სალონის შესავლელში დადგა და მიუხედავად ბორტგამცილებლების მოთხოვნისა, თავისი ადგილის დაკავებაზე სასტიკ უარს აცხადებდა. შედეგად მან გარკვეული თანხის მოგროვება მართლაც შეძლო. მოწყალების მთხოვნელის ვინაობა არ სახელდება და მხოლოდ ისაა ცნობილი რომ ის ირანის მოქალაქეა.
ბუნებრივია, უჩვეულო სცენა მგზავრებს არ გამორჩენიათ, ირანელს ვიდეოც გადაუღეს და მოგვიანებით კადრები ქსელში გავრცელდა.