LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავს შუა ფრენის დროს საქარე მინა გაებზარა

77

რუსულ თვითმფრინავს შუა ფრენის დროს საქარე მინა გაებზარა. შემთხვევა ავიაკომპანია NordStar-ის ბორტზე მოხდა.

ლაინერი ნოვოსიბირსკიდან ჩინეთის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, თუმცა რეისის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კაპიტანმა საქარე მინაზე ბზარი შენიშნა. ხომალდის მეთაურს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროს ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა და ავარიული დაშვების დროს არავინ დაზარალებულა.

აღსანიშნავია, რომ მგზავრებმა დანიშნულების ადგილისკენ გაფრენა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, სხვა თვითმფრინავით შეძლეს. რაც შეეხება დაზიანეულ ლაინერს, შემთხვევას რუსული პოლიცია იძიებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები