LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის მგზავრი „მაკდონალდსის“ ყიდვის გამო 2,6 ათასი დოლარით დააჯარიმეს

42
Capture

ავსტრალიაში თვითმფრინავის მგზავრი 2,6 ათასი დოლარით დააჯარიმეს, მიზეზი ბორტზე ატანილი „მაკდონალდსის“ საკვები იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

როგორც გამოცემა აზუსტებს, მამაკაცი ავსტრალიაში კუნძული ბალიდან ჩაფრინდა. რეისის წინ მან ორი ბურგერი შეიძინა და ლაინერში აიტანა. ჩაფრენისას მოგზაური მესაზღვრეებმა გააჩერეს, კანონის მიხედვით, საზღვრის კვეთისას ნებისმიერ პროდუქტს, რომელიც ავსტრალიის საზღვრებს გარეთაა შეძენილი, დეკლარირება სჭირდება (მათ შორის საკვებსაც).

ავსტრალიის ხელისუფლებამ დააზუსტა, რომ მგზავრის ქცევამ ქვეყნის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. საქმე ისაა, რომ ხორცი სხვადასხვა ვირუსული დაავადებების გავრცელების რისკთანაა დაკავშირებული. უპასუხისმგებლო ტურისტის ქცევამ ქვეყანას შესაძლოა მილიარდობით დოლარის ზარალი მოუტანოს. სწორედ ამიტომ, ხელ გაყოლებული „მაკდონალდსი“ სერიოზული ჯარიმით დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები