LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავი საფრენ ბილიკს გაცდა და განათებები დააზიანა

detail_7af89793bd1b449bda6a0789014fa2d1

ბელარუსიულმა თვითმფრინავმა უკრაინაში ნამდვილი არეულობა გამოიწვია. ავიაკომპანია „Belavia”-ს თვითმფრინავი კიევის ბორისპოლის აეროპორტში საკმაოდ უხეშად დაჯდა. ხომალდი საფრენ ბილიკს გასცდა და გზის სიახლოვეს დამონტაჟებული განათებებიც მთლიანად დაამტვრია. შემდეგ ცოტა ხანი ბალახში იარა და როგორც იქნა გაჩერდა.

ინციდენტის გამო ბორისპოლის აეროპორტი დროებით დაიკეტა და რეისები ახლო-მახლოს მდებარე ქალაქებში გადანაწილდა. ამჟამად კი აეროპორტი ნაწილობრივ უკვე ამუშავდა. რაც შეეხება ბელავიას თვითმფრინავს, საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა ინციდენტს უკვე ავიაკომპანია გამოიძიებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები