LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავი საფრენ ბილიკს ასცდა და კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა

79

თვითმფრინავი საფრენ ბილიკს ასცდა და კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა. შემთხვევა კანადის აეროპორტში მოხდა და საბედნიეროდ, ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

ჩიკაგოდან ჩამოფრენილი სამგზავრო Boeing 747-400 ჩინეთში მიფრინავდა და გზად ტვირთის ასაღებად შეჩერდა. თუმცა, წარუმატებელი დაშვების გამო მას შასე დაუზიანდა, საფრენი ბილიკიდან გადავიდა და მინდორში კიდევ რამდენიმე მეტრი იარა. ამ დროს ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა და ისინი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს. კანადის აეროპორტმა კი დროებით მუშაობა შეაჩერა და ათობით რეისი რამდენიმე საათიანი დაგვიანებით შესრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები