ამერიკაში თვითმფრინავი პირდაპირ ცენტრალურ მაგისტრალზე დაჯდა. შემთხვევა ლოს-ანჯელესის სიახლოვეს, ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ გზაზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია მცირე ზომის თვითმფრინავზე Beechcraft Bonanza-ზე. მისი 24 წლის პილოტი იზი სლოდი, მგზავრთან ერთად სან-დიეგოდან ვან-ნაისში მიფრინავდა, როდესაც ძრავა გამოირთო. პილოტმა მისი გადატვირთვა ვერ შეძლო, ამიტომ ავარიული დაშვება გადაწყვიტა. საბედნიეროდ, შემთხვევა ავარიის გარეშე დასრულდა და ხომალდის მზგავრებიც უვნებლად გადარჩნენ.
Plane landed on the 55 North we just missed it! pic.twitter.com/CA3lk8HM1T
— Dora Noriega (@doracocheer) 29 January 2018