ორი ცრუპენტელა პლასტიკატის მედლებით ოლიმპიური პრიზიორების აღლუმზე შეიპარა.
საზეიმო ღონისძიება მანჩესტერში გაიმართა. თვითმარქვია ოლიმპიელებმა გაძლიერებული დაცვა გადალახეს და ბალახის ჰოკეისა და თანამედროვე ხუთჭიდში ოლიმპიური ჩემპიონების პლატფორმაზე შეაღწიეს.
”ჩვენ ცოტა ვიხუმრეთ, მაგრამ პლატფორმა უკვე შემდეგ გაჩერებაზე დავტოვეთ”, – განაცხადეს თვითმარქვიებმა.
დამნაშავეები სპორტსმენების საფრთხეს არ ქმნიდნენ, მაგრამ ინციდენტმა დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტის და მანჩესტერის პოლიციის ყურადღება მაინც მიიპყრო.
ოლიმპიელთა დაფასების მეორე ნაწილი ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე შედგება, სპორტსმენები ასევე ეწვევიან დედოფალ ელიზაბეტს II-ს.
რიოს ოლიმპიადაზე ბრიტანელებმა 67 მედალი აიღეს.