5 „გრემის“ მფლობელი ამერიკული როკ-ბენდი Green Day თაყვანიმცემლებს სიახლეებით ხშირად ანებივრებს. სულ ცოტა ხნის წინ, ბენდმა ახალი EP, Otis Big Guitar Mix გაავრცელა. ნამუშევარში მუსიკალური კოლექტივის მიერ 2012 წელს გამოშვებულ ალბომებში, ¡Uno! და ¡Dos! შესული სამი კომპოზიციის რემიქს ვერსიებია შესული.
Green Day-მ ახალი ჩანაწერი Otis Big Guitar Mix გაავრცელა
ნამუშევარში მუსიკალური კოლექტივის მიერ, 2012 წელს გამოშვებულ ალბომებში, ¡Uno! და ¡Dos! შესული სამი კომპოზიციის რემიქს ვერსიებია შესული
ახლა კი კოლექტივის ფრონტმენმა, ბილი ჯო არმსტრონგმა გამოცემა Kerrang!-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ, თვითიზოლაციაში ყოფნისას, ჯგუფისთვის 6 ახალი კომპოზიცია დაწერა.
„ეს მელოდიები თავში მიტრიალებდა, რაც კარანტინი დაიწყო, 6 ახალი სიმღერა დავწერე. არ ვიცი, როდის ვნახავ ჯგუფის დანარჩენ წევრებს, მაგრამ იმედი მაქვს რომ სტუდიაში მალე დავბრუნდებით და კომპოზიციების ჩაწერას შევუდგებით” – განაცხადა მუსიკოსმა
მან ასევე განაცხადა, რომ თვითიზოლაციის პერიოდს მეუღლესთან ერთად ატარებს, შვილები კი კარანტინის გამო კარგა ხანია არ უნახავს. თვითიზოლაციაში ყოფნისას ბილი ჯოსთვის ყველაზე სახალისო, სერიალ „ოფისის“ და პანკ-როკზე გადაღებული ფილმების ყურებაა.