LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვით ეს მახინჯი სისტემაც კი ვერ „აპრავებს“ ბიძინა ივანიშვილის ფანტაზიებს – ვატო წერეთელი სააპელაციოს განაჩენზე

161
ზელენსკი და პურტინი (2)

„ყველამ ვიცით როგორი მახინჯი სისტემაა სასამართლო, მაგრამ თვით ეს მახინჯი სისტემაც კი ვერ „აპრავებს“ ბიძინა ივანიშვილის ფანტაზიებს, რომელიც იყო პირდაპირ მამუკაზე, ბადრისა და მამაზე შტურმი“, – ასე ეხმაურება „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს განაჩენი ძალაში დატოვა

„თუმცა სასამართლო ბიძინას ფანტაზიებსაც კი ვერ აკმაყოფილებს იმიტომ, რომ თვითონ უჭირს ამ ადამიანების თუნდაც ციხეში გაშვება. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რომ მოხდეს 4 წლისთავზე ამ ადამიანების გამართლება.

ბოლომდე ვიბრძოლებთ იმიტომ, რომ მამა 4 წელი ატარეს საავადმყოფოდან სასამართლოში და სასამართლოდან საავადმყოფოში. კი, აუცილებლად მივიღებთ იმ შედეგს, თუნდაც ევროპაში, რომ დასრულდეს ეს მახინჯი სისტემა“,- თქვა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, საქმეზე საქალაქო ინსტანციის გასული წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება სრულად უცვლელი დატოვა. კოლეგიამ არცერთი მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

პროკურატურა სააპელაციოში ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თავად ბრალდებულების მოთხოვნა კი სრული გამართლება იყო.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

აღნიშნულ საკითხზე ვრცლად წაიკითხავთ აქ – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები