LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვინის არ ქონა სწავლას არ უშლის ხელს: ევროპელი მეცნიერების უახლესი კვლევა

131
isaiah-b-Wu38KESYtd8-unsplash

მარტივ ზღვის არსებებს ტვინი სულაც არ სჭირდებათ იმისთვის, რომ ისწავლონ. ასეთ დასკვნამდე გერმანელი და დანიელი ზოოლოგები ერთობლივი კვლევის შემდეგ მივიდნენ.

სპეციალისტებმა კარიბის აუზში მცხოვრები მედუზა Tripedalia Cysophora-ს ქცევა შეისწავლეს. მედუზას ტვინი არ აქვს და მის ორგანიზმში მხოლოდ 1000 ნერვული უჯრედია (შედარებისთვის ადამიანის ტვინი 86 მილიარდ ნეირონს შეიცავს), ამიტომ ამ არსებებს ყოველთვის მარტივ სახეობებად თვლიდნენ, სწავლის შეზღუდული შესაძლებლობით.
ექსპერიმენტის ფარგლებში კვლევის ავტორებმა რამდენიმე მედუზა აკვარიუმში მოათავსეს, სადაც მათთვის ჩვეული პირობები იყო შექმნილი. სპეციალისტები მედუზების გადაადგილებას და იმას აკვირდებოდნენ, თუ რამდენად ხშირად ეჯახებოდნენ ისინი კედლებს. გაირკვა, რომ 3-5 დაჯახების შემდეგ მედუზებმა ქცევა შეიცვალეს და გამჭვირვალე წინაღობისთვის თავის არიდება ისწავლეს.

მკვლევრებმა ისიც დაადგინეს, რომ მედუზებს საშიში ობიექტების დამახსოვრებაც შეუძლიათ და შემდგომი მიახლოებისას მათ თავს არიდებენ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ არსებებს, რომლებსაც ტვინი არ აქვთ, თავის შეცდომებზე შეუძლიათ სწავლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები