LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური – ქართველი რეჟისორი წერს, რომ უშგულში საგანგაშო მდგომარეობაა

1209
mariam xachvani1112

ქართველი რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, უშგულში არსებულ რთულ ვითარებაზე, ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის ამბობს, ერთი კვირის წინ, მერვე საუკუნის კოშკი დაინგრა. ამის გამო, მოსახლეობა პროტესტის გამართვას აპირებს, თუმცა ამ დროისთვის გზები გადაკეტილია.

ხაჭვანი “ფეისბუქზე” წერს, რომ საგანგაშო მდგომარეობაშია კოშკების და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ.

“მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ამ წუთებში, გზები გადაკეტეს უშგულში. მოსახლეობა დიდი პროტესტის გამართვას აპირებს.

სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის უკანაც.

უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ.

თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში…

თვალწინ გვენგრევა ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია.

მე ვტირი და მტკივა თითეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი, რომლებიც ჩემი ბავშობის და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია…” – წერს ხაჭვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები