Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„თვალს ვერ გისწორებ, მე მრცხვენია, მე მტანჯავს სახელმწიფოს უსამართლობა.. სქელკანიანებს არ ესმით, რა გაუსაძლისია დედისთვის ანგელოზის მიწაში ჩადება..“ – მამა პეტრე კოლხი ნიკო კვარაცხელიას დედას მიმართავს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვალს ვერ გისწორებ, მე მრცხვენია, მე მტანჯავს სახელმწიფოს უსამართლობა.. სქელკანიანებს არ ესმით, რა გაუსაძლისია დედისთვის ანგელოზის მიწაში ჩადება..“ – მამა პეტრე კოლხი ნიკო კვარაცხელიას დედას მიმართავს

494
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (12)

ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 2 წლის თავზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს მამა პეტრე კოლხი და წერს, რომ „ნიკო კვარაცხელია – უსამართლობას, არაადამიანობას შეწირული მომავლის“ ბიჭია.

აღნიშნულ პოსტს ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე პეტრე კოლხის ლექსის ამონარიდით გამოეხმაურა. საუბარია ლექსზე, რომელიც მამა პეტრე კოლხმა მომავლის ბიჭს ნიკო კვარაცხელიას მიუძღვნა.

„შენი გზები შენია და მორჩა, არ გაკადრებ საყვედური წამცდეს, მიწა ყველა გამორჩეულს ბოჭავს, ალბათ, უნდა ნაადრევად გაცდე“, – იზა ომაძის აღნიშნულ კომენტარს მამა პეტრე კოლხი ასე ეხმაურება:

„თვალს ვერ გისწორებ, მე მრცხვენია, მე მტანჯავს სახელმწიფოს უსამართლობა. ჩუმად ვარ, ვერ ვხმაურობ, ვშიშობ, საქმე უარესად არ გავაფუჭო.. ან უარესი რაღა უნდა იყოს. სქელკანიანებს არ ესმით, რა გაუსაძლისია დედისთვის ანგელოზის მიწაში ჩადება…
სიჩუმესაც ეწურება ვადა!..“, – წერს მამა პეტრე კოლხი.

„იქიდანაც დაგიპურებთ თქვენს მიერ გაღატაკებულ მოსახლეობას ჩემი ბიჭი.. 12 საათის სხვაობით“ – ნიკო კვარაცხელიას დედა წერს, რომ მისი შვილის საფლავიდან ყვავილები წაიღეს

იქნებ განმარტოთ, რამდენი ხნით შემოდეთ თაროზე ნიკო კვარაცხელიას საქმე? – იზა ომაძე პროკურატურას და მთავრობას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები