20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებული 18 წლის მაკო გომური საქართველოში დაბრუნდა. ის გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, სადაც მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მაკო გომურისა და გიორგი სულაშვილის ერთობლივი ფოტო
დღის ფოტო - მაკო გომური და გიორგი სულაშვილი გერმანიაში ერთად მკურნალობენ
როგორ „ფორტუნას“ მისმა დამ ია გომურმა განუცხადა, მაკო დაკარგული თვალის ადგილას პროთეზის ჩასმისთვის მკურნალობას თბილისში გააგრძელებს. თუმცა, სად და როგორ მოხდება პლასტიკური ოპერაციის გაკეთება, უცნობია. როგორც ის ამბობს, ამ ოპერაციის დაფინანსებაზე და დაგეგმვაზე საუბარი ჯერ არ ჰქონიათ.
„ჩაუტარდა ხელახალი კვლევები, დამატებით ერთადერთი ჩარევა მოხდა – თვალის ბუდეში ფირფიტა ჩაუსვეს, იმისთვის, რომ სიცარიელის ადგილას შეხორცებები არ გაჩნდეს. დანარჩენს თბილისში გავაგრძელებთ მკურნალობას. ამ ადგილს პლასტიკურ ოპერაციამდე მოშუშება სჭირდება. ამ ოპერაციის გაკეთებაზე ინფორმაცია არ გვაქვს, გაურკვევლობაში ვართ. ეს ფინანსებზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე ყველაფერი დაფინანსდა, თუმცა პლასტიკური ოპერაციის დაფინანსებაზე დაგეგვმაზე საუბარი ამ დრომდე არ ყოფილა,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ია გომურმა.
შეგახსენებთ, 18 წლის მაკო გომურს 20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალში სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა, შედეგად მან თვალიც და მხედველობაც სრულად დაკარგა. თავდაპირველად ის მკურნალობას თბილისში, ნიუ ჰოსპიტალში გადიოდა, საიდანაც 24 ივნისს გაწერეს. ერთი კვირის წინ, სახელმწიფოს დაფინანსებით, ის გერმანიაში გაემგზავრა.
“4 კვირიდან 6 კვირა (ან შეიძლება მეტიც) სჭირდება თვალს, რომ აღდგეს, დაიბრუნოს ფორმა, შეხორცდეს ჭრილობები, შემდეგ ვიფიქრებთ ხელოვნურ თვალზე” – დაწერა მაკო გომურმა მას შემდეგ, რაც გერმანიაში ექიმებთან კონსულტაცია გაიარა.