LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვ „პირველის“ ჟურნალისტების თქმით, სამტრედიაში სახელისუფლო ჯგუფები დაემუქრნენ

122
ელზა ჩუბინიძე ტვ პირველი

სამტრედიაში ტვ „პირველის“ ჟურნალისტებს სავარაუდოდ, სახელისუფლო ჯგუფები დაემუქრნენ. ამის შესახებ თავად ტელევიზიის ჟურნალისტები საუბრობენ და ამბობენ, რომ ინციდენტი სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოხდა, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იყო კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე.

ტელეკომპანიის ჟურნალისტების თქმით, მისი გარემოცვის წევრები ოპერატორს „გვერდზე გასვლას“ სთხოვდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს მოთხოვნა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ შენიშნეს, რომ ჟურნალისტებმა კალაძე გადაიღეს.

ჟურნალისტებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

„საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებულები. ისინი კარლო კალაძის მითითებით მოქმედებდნენ. კარლო კალაძე იყო თავის მანქანაში. როცა ვცადეთ, გვეკითხა, რატომ იყო ის ოპოზიციის აქციაზე და რა მითითებებს აძლევდა ის მმართველი გუნდის მხარდამჭერებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გახდნენ აგრესიულები.

არ მოგვცეს საშუალება, მივახლოებოდით მანქანას და დაგვესვა კითხვები. ისინი გვაყენებდნენ შეურაცხყოფას ჟურნალისტებს. შემდეგ, როცა დავიწყეთ ჩართვა, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იყო შავი ნიღბით, მოგვიახლოვდა და ოპერატორს ანიშნებდა, მიახლოებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ტვ „პირველის“ კორესპონდენტმა ელზა ჩუბინიძემ და დასძინა, რომ ადგილზე მისი და ოპერატორის ჯანმრთელობა და სიცოცხლე  დაცული არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები