“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ ვაჟა-ფშაველას ქართულ ენაზე ციტირებას ეხმაურება.
“დონალდ ტუსკმა ვაჟას ციტირებით მეტი გაუკეთა საქართველოს, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელი მინისტრის ხელმძღვანელობით”, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბერძენიშვილი.
https://www.facebook.com/lberdzenishvili1/posts/10219708943535253
ბათუმში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” კონფერენციაზე დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა წაიკითხა.
ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას
დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულად წაიკითხა (ვიდეო)
„მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს“, – აღნიშნა ტუსკმა.