LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთში მოგზაურობის მსურველებს დაცული ტერიტორიების სააგენტო აფრთხილებს

240
61905212_2311523192247605_3812312529271521280_o

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო თუშეთში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ საავტომობილო გზის გახსნამდე, ფეხით, ან ცხენით, თავი შეიკავონ ტერიტორიაზე სტუმრობისგან.

“10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო, რის გამოც, მე-9 კილომეტრიდან 72-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 

ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ სამუშაობეს ატარებს გზის გაწმენდისა და აღდგენის მიმართულებით, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი გახდეს თუშეთის მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება,”- წერია განცხადებაში.

თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს რეაბილიტირებული გზა ისევ წყლით დაიფარა. როგორც გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეუძლებელია. ფშაველი-აბანო-ომალოს გზა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო მონაკვეთია, რომელიც დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება.

გზის აღნიშნული მონაკვეთი გასულ წლებში რამდენჯერმე დაზიანდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები