USAID/Zrda-ს მხარდაჭერით, თუშეთის კულტურულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს (კესელოს ციხე) პროექტორი, ეკრანი, გენერატორი, ექსპონატების შესანახი მაგიდა, თაროები, მაგიდები მინის ექსპოზიციის სადგამებით და მინის ვიტრინები გადაეცა.
როგორც USAID/Zrda-ში აცხადებენ, ეს კესელოს ციხეს დამთვალიერებლისთვის უფრო სასიამოვნოს გახდის და მუზეუმს საშუალებას მისცემს, უკეთ წარმოაჩინოს თუშური კულტურული ნივთები და მათი უნიკალური ისტორია.
ცნობისთვის, 2019 წლიდან USAID/Zrda-მ, დაახლოებით, 500,000 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გაუწია 15 მუზეუმს შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და თუშეთის სამიზნე მუნიციპალიტეტებში.