ხახაბოს ტყეში ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე ათეული მეხანძრე ამ დრომდე ცდილობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ , რომ ცეცხლის კერების ნაწილი ლოკალიზებულია. ხანძრის სრულად ჩაქრობას კი რთული რელიეფი და კლიმატური პირობები აფერხებს.
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები და მეტყვები ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს გააგრძელებენ.
თუშეთში ხახაბოს ტყეში ცეცხლი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. იწვის ბალახისა და ტყის მასივის მცირე ტერიტორია. ხახაბოს ტყეში ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩააქრეს.