მეხანძრე-მაშველებმა თუშეთში, სოფელ ხახაბოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მუშაობა დილით ადრე განაახლეს. ცეცხლმა დაახლოებით 20 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე გაანადგურა.
ღამით ხანძარი აღარ გავრცელებულა. ბოლო ინფორმაციით, ტყეში ხანძრის ნაწილი გუშინვე ლოკალიზებული იყო.
ადგილზე დაახლოებით 200-მდე ადამიანი იმუშავებს, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები და მოხალისეები. ადგილობრივი მოსახლეობა მათ დახმარებას ცდილობს.
ადგილზე იმყოფება ვერტმფრენიც. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ხანძრის ჩაქრობას დღის ბოლომდე შეძლებენ.