LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუშეთისკენ მიმავალი გზა უსაფრთხო გახდება – 100 მილიონიანი პროექტი იწყება

4788
ipiccy_image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება. მათივე ცნობით, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

თუშეთის გზის პროექტი 8 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველი 13.5 კმ-იანი მონაკვეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა გზის. აგვისტოში ტენდერი კიდევ 14.7 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება. გზის 28.2 კმ-იანი მონაკვეთის სამუშაოების საერთო საორიენტაციო ღირებულება 49 მილიონი ლარი იქნება. მიმდინარე წლის ბოლომდე ტენდერი თუშეთის გზის ყველა მონაკვეთის სამუშაოებზე გამოცხადდება.

ფშაველი-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოამზადა. პროექტი საავტომობილო გზის პროფილის აღდგენას, წყალგამტარი, წყალამრიდი და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების სრულყოფილ აღდგენას, მიწის ვაკისის, შესაძლებლობის ფარგლებში, გაგანიერებას და მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბოგიროვანი ზღუდარების მოწყობას ითვალისწინებს.

ფოტო: 7 ენითაღუწერელი სილამაზის სოფელი თუშეთში, რომელიც უცხოელ ვიზიტორებსაც ატყვევებს

„მაინცდამაინც სიკვდილს ნუ დაელოდებით, თუ სამოთხის ნახვა გინდათ, ამოდით თუშეთში“

ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე დაგეგმილია მოასფალტებული გზის კაპიტალური რეაბილიტაცია, ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობით. დანარჩენი მონაკვეთების საფარი, რელიეფიდან გამომდინარე, გრუნტიანი დარჩება. გზის დაზიანებული ადგილები აღდგება და არსებული პარამეტრები გაუმჯობესდება.

ცნობისთვის, თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა. გზა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით, ომალოს უკავშირდება, გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაყვანილი. თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, რომელიც ზღვის დონიდან 2 950 მეტრზე მდებარეობს. გზა ვიწროა და მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა წელიწადში დაახლოებით, 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი ეტაპობრივად, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 100 მილიონი ლარი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები